25 ივლისი 2026,   12:04
ვრცლად
ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები