25 ივლისი 2026,   12:04
ვრცლად
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, სოფიო იმერლიშვილი.

შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ ჭაბაშვილმა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და დანაყოფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა მადლობა გადაუხადა დანაყოფის ხელმძღვანელს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

დღის ამბები