28 ივლისი 2026,   17:56
ვრცლად
ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით 6.2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 69-79-ე კილომეტრზე 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს და გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აქტიურად გრძელდება ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქციაც. განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით საათ-ნახევრით შეამცირებს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო პროექტები გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურობას, გაზრდის ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარება.

დღის ამბები