მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.
უკრაუნული მედიასაშუალებები წერენ, რომ საქმე უკავშირდება პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციას.
მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მიიღეს დადგენილება არახამიას თანაშემწის ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად.
ეს საგამოძიებო მოქმედება, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საქმეს, რომელიც რადას დეპუტატებისთვის ხელფასების კონვერტებით დარიგებას და კორუფციულ სქემებს ეხება.