საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე. მთავრობის მეთაურმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა. თინათინ რუხაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.