"უილსონის ასეთი ტიპის გზავნილი არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლის პოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ჯო უილსონის მორიგ განცხადებას ეხმაურება.
ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ხელისუფლებას მოუწოდებენ, ასეთი ტიპის გზავნილებს მეტად სერიოზულად მოეკიდოს.
დაველოდოთ კონკრეტულ შემთხვევაში, რას გულისხმობს ბატონი უილსონის ინიციატივა და თავად "ოცნების" ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ასეთი ტიპის გზავნილებს მეტად სერიოზულად მოეკიდოს," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა დაწერა რომ "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და ახალი კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.