ათი იანვრის კონცერტის ნიჭიერთა ათწლედის მე-9 კლასის მოსწავლეს ეძღვნება. 16 წლის ნინო ჭყონიას თავის მე-4 პარკუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.
ნინოს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მას ხანგრძლივი ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ფინანსების მოძიების პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ქართველმა მუსიკოსებმა აიღეს და პირველი ნაბიჯი, კონცერტის ორგანიზების სახით უკვე გადადგეს, ახლა ჯერი საზოგადოების აქტიურობაზეა.
საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე ჯამში 15 -მდე შემსრულებელი საათნახევრიანი პროგრამით წარსდგება.
ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, მამუკა ჯინჭარაძე.