08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
თავდასხმა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ხურგადაში - ერთი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

თავდასხმა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ხურგადაში - დანით შეიარაღებული ორი პირი სასტუმროს რესტორანში შეიჭრა და სამი ტურისტი დაჭრა.

ისინი ავსტრიისა და შვედეთის მოქალაქეები არიან.

თავად თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან, სამართალდამცველებმა მოკლეს.

გამოძიებამ უკვე დაადგინა ერთ–ერთი მათგანის ვინაობა. ის კაიროში მცხოვრები 21 წლის სტუდენტი აღმოჩნდა.

მომხდარის შემდეგ ხურგადაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

პოლიცია თავდამსხმელების შესაძლო თანამზრახველებს ეძებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები