08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
კიოლნის პოლიციის უფროსი, ახალი წლის ღამით ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, თანამდებობიდან გადააყენეს

ახალი წლის ღამით ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო კიოლნის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს.

ვოლფგანგ ალბერს საქმის არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებდნენ.

გადაყენების შესახებ მას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად აცნობა.

ახალი წლის ღამით კიოლნის პოლიციაში ძარცვისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ 200–მდე საჩივარი შევიდა. გამოძიებამ ამ დროისთვის 31 ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, ისინი ძირითადად ალჟირის, მაროკოს, ირანისა და სირიის მოქალაქეები არიან და გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ. ამის გამო ანგელა მერკელი ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას არ გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები