08 ოქტომბერი 2024,   10:50
ვრცლად
სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის, ნამუშევარი ორიგინალია

საერთაშორისო ექსპერტებმა პირველადი შემოწმებით დაადასტურეს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი ორიგინალია.

საბოლოო დასკვნას თურქეთის ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციალისტები გააკეთებენ.

ვან დეიკის დაკარგული ნახატი თურქეთში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა.

თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, ნახატი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოიპარეს და სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს გავლით ჩაიტანეს.

ვან დეიკის ნამუშევარი თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად იპოვნა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულები ქართველები იყვნენ, არ დადასტურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები