08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ორმხრივი სროლა ფილადელფიაში - პოლიციელს ცეცხლი 30 წლის მამაკაცმა გაუხსნა

ფილადელფიაში სამართალდამცველს დაესხნენ თავს. 30 წლის მამაკაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება გამოუცხადა, პოლიციელს საპატრულო მანქანაში ჩაჯდომის დროს 11-ჯერ ესროლა.

მძიმე ჭრილობების მიუხედავად სამართალდამცველმა დამნაშავეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, რის შედეგადაც ის რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, თავდასხმის დროს დამნაშავე მოპარულ იარაღს იყენებდა.

დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს მენტალური პრობლემები აქვს.

დღის ამბები