08 ოქტომბერი 2024,   10:41
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც ბარაკ ობამას ძაღლის მოპარვით იმუქრებოდა, დაკავებულია

ვაშინგტონში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ–ერთი ძაღლის გატაცებით იმუქრებოდა.

სპეცრაზმელებმა ეჭვმიტანილის მანქანაში რამდენიმე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც აღმოაჩინეს.

დაკავებული ჩრდილოეთ დაკოტის მცხოვრები აღმოჩნდა. მას უკვე წაუყენეს ბრალი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის.

გამოძიების ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილმა რამდენიმე უცნაური განცხადება გააკეთა, მათ შორის ის, რომ ჯონ კენედისა და მერილინ მონროს შვილია და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღის ამბები