08 ოქტომბერი 2024,   10:42
ვრცლად
3 დაკარგული მოქალაქე და 4 დაშავებული მეხანძრე - ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მძვინვარებს.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი 70 ათას ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია და მან უკვე გაანადგურა 130–ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. არის მსხვერპლიც.

ამ დროისთვის დაკარგულად 3 ადამიანი მიიჩნევა, დაშავდა 4 მეხანძრეც.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოებსა და ხანძრის ლოკალიზებას ხელს ქარიანი ამინდი უშლის.

დღის ამბები