20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
თელავის რაიონში სააკაშვილის სახლი გაჩხრიკეს

თელავის რაიონის სოფელი სანიორეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სახლის გაჩხრიკეს. 

ჩხრეკა მერაბ სააკაშვილის სახლში დილიდან მიმდინარეობდა. სამართალდამცველები ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ, თუმცა პოლიციამ საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ვაზნას მიაგნო.

სააკაშვილები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მათ დაშინებას ცდილობს.

ჩხრეკის დროს პოლიციელებსა და ოჯახის წევრებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

სააკაშვილები ორდერს ითხოვდნენ, რაც სამართალდამცველებმა ვერ წარადგინეს. ამ დროისთვის მერაბ სააკაშვილის შვილი, არკადი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

გამოძიება იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლასაწინააღმდეგოდ შენახვის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები