08 ოქტომბერი 2024,   10:48
ვრცლად
თურქეთში ავარიის შედეგად რვა არალეგალი სირიელი დაიღუპა

თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში ავარიის შედეგად რვა არალეგალი სირიელი მიგრანტი დაიღუპა, 42 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, მიგრანტები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

დღის ამბები