08 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
ავღანეთში ავიაიერიშს ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი ემსხვერპლა

ავღანეთში ავიაიერიშს ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი ემსხვერპლა. შეტევა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარე რეგიონში განხორციელდა.

პროვინციის გუბერნატორის ცნობით, ავიაიერიშის დროს ისლამისტები თალიბანის 7 დატყვევებული მებრძოლის სიკვდილით დასასჯელად ემზადებოდნენ.

იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქეც დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები