3 საათის განმავლობაში მიმდიარებდა ვან დეიკის ტილოს სავარაუდო მფოლების გამოკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში.
ეკატერინე აბაშიძეს საგამოძიებო უწყბიდან გუშინ დაუკავშირდნენ თუმცა, როგორც გაირკვა ქართველ სამართალდამცველებს გამოძიება ამ ეტპაზე არ დაუწყიათ და ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა საკითხის კვლევა, ასევე დაიბარებენ თუ არა უწყებაში სხვა პირებს, ვისაც შეხება ჰქონდათ ტილოსთან მისი საქართველოში ყოფნის განმავლობაში და ნამუშევრის გატანის პროცესშიც.
"აინტერესებდათ ტილოს ირგვლივ ინფორმაცია, მე მივაწოდე ეს ინფორმაცია. გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მე ორშაბათს ყველა მტკიცებულება მექნება, იმის დასადასტურებლად, რომ ეს სურათი ჩვენი იყო,"- აცხადებს ეკატერინე აბაშიძე.