ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. საუბარია უახლოეს მომავალში დაგეგმილ გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე.
დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განმარტებით, გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის კოორდინატორებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ნაციონალრუი მოძრაობის ინფორმაციით, ვინმე შამილევი პარტიის წევრებს სთხოვდა პროცესებს ჩამოშორებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლადამცველ ორგანოებთან პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.
"ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი რომელიც გაკოტრებულია ცდილობს დაემუქროს დააშანტაჟოს ჩვენი წარმომადგენლები,"- აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ზეწოლის შესახებ განცხადება გააკთა ჯოშკუნ ალიევმა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს მომხდარი თავად უამბო.
"მამაჩემთან რამდენიმე პიროვნება მივიდა, რომლებიც მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სუს-ის სახელით დაემუქრნენ. უთხრეს, რომ არჩევნების შემდეგ შენს შვილს დააპატიმრებენო. მე მივმართე მათ ფეისბუკის საშუალებით და ავუხსენი, რომ მათი არ მეშინია და ბოლომდე დავიცავ სახელმწიფო ინტერესებს,"- აცხადებს ჯოშკუნ ალიევი.