08 ოქტომბერი 2024,   10:42
ვრცლად
„რუსეთს გეო-პოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა“, - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა ბილდს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ტერორიზმის საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუს სრული სახით კრემლის ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

პუტინის თქმით, რუსეთს თავისი გეო–პოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშრის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც მთავარი შეცდომა იყო ნატოსთან ურთიერთობებში. პუტინის თქმით, წლების განმავლობაში საერთაშორისო ტერორიზმს გარეშე ძალები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ. ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საინფორმაციო და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ, რის შემდეგაც რუსეთმა გაიაზრა რომ საკუთარი გეო–პოლიტიკური ინტერესები მისთვის მნიშვნელოვანია.

რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიო ტერორიზმისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

დღის ამბები