08 ოქტომბერი 2024,   10:49
ვრცლად
თურქეთში ჟურნალისტებმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტეს

თურქეთის ქალაქებში, ანკარასა და სტამბოლში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცი და მსვლელობა მოაწყვეს. მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მათი კოლეგების დაკავება გააპროტესტეს.

მედიის წარმოამდგენლები სიმბოლურად რკინის ჯაჭვებით შემოვლებულ წრეში დადგნენ. ისმოდა შეძახილები გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად.

ამჟამად თურქეთში 14 ჟურნალისტია დაკავებული, მათ შორის რამდენიმე გამოცემის რედაქტორიცაა, რომლებსაც შპიონაჟში ედებათ ბრალი.

დღის ამბები