08 ოქტომბერი 2024,   10:40
ვრცლად
არაბული ქვეყნების ლიგამ საუდის არაბეთს ირანთან დაპირისპირებაში მხარდაჭერა გამოუცხადა

არაბული ქვეყნების ლიგამ საგანგებო სხდომაზე საუდის არაბეთს ირანთან დაპირისპირებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ქაიროში მიღებულ საგანგებო კომუნიკეში არაბული ლიგა ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიაზე მომხდარ თავდასხმას გმობს  და მას პროვოკაციად აფასებს.

კომუნიკეს მხარი ყველა ქვეყანამ დაუჭირა ლიბანის გარდა, რომელიც თეირანის აქტიურ მხარდამჭერად მიიჩნევა.

ეს რეგიონში უკვე მეორე საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელმაც საუდის არაბეთს ბოლო დღეების განმავლობაში მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე ანალოგიური ნაბიჯი სპარსეთის ყურის ქვეყნების გაერთიანებამ გადადგა.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც ორ იანვარს საუდის არაბეთში შიიტი თეოლოგი სიკვდილით დასაჯეს.

დღის ამბები