08 ოქტომბერი 2024,   10:50
ვრცლად
მექსიკაში დაკავებული ნარკობარონის ექსტრადაციის პროცედურა იწყება

მექსიკამ სამი დღის წინ დაკავებული ნარკობარონის მეტსახელად ელ–ჩაპოს შეერთებულ შტატებში ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურა დაიწყო.

58 წლის ხოაკინ გუსმანი, რომელიც საპატიმრობდა ზაფხულში გაიქცა, სამართალდამცველებმა პარასკევს დააპატიმრეს.

მექსიკელი სამართალდამცველების განცხადებით მისი ადგილსამყოფელის დადგენაში პოლიციას ინტერვიუ დაეხმარა, რომელიც ნარკობარონთან ჰოლივუდის ვარსკვლავმა შონ პენმა ოქტომბერში ჩაწერა.

მათი შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო და მსახიობს ელ ჩაპოსთან შეხვედრის ორგანიზებაში მექსიკელი კოლეგა დაეხმარა. სამართალდამცველებმა ორივე დაკითხვაზე დაიბარეს.

დღის ამბები