08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ესპანეთის პრინცესას 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელშიც ქვეყნის მონარქის და, პრინცესა კრისტინა ფიგურირებს. ის ესპანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა.

პრინცესა კრისტინას კორუფციულ სქემაში მონაწილეობასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

საუბარია სპორტული საქველმოქმედო ფონდის ფინანსურ მაქინაციებზე, რომელსაც პრინცესას მეუღლე ხელმძღვანელობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები