08 ოქტომბერი 2024,   10:49
ვრცლად
გერმანიაში მიგრანტებზე თავდასხმები გახშირდა

გერმანიის ქალა კიოლნში ახალი წლის დღეებში ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების შემდეგ თავდასხმების სამიზნე მიგრანტები გახდნენ.

პოლიციის ცნობით, 20 ამდე ახალგაზრდამ 6 პაკისტანელს სცემა, შედეგად ორი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მსგავსი შემთხვევა მოხდა შაბათსაც, როდესაც 5 გერმანელი ახალგაზრდა ერთ სირიელ მიგრანტს ფიზიკურად გაუსწორდა.

პარალელურად, კიოლნის პოლიციამ განაცხადა, რომ ახალი წლის დღეებში ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 517–ამდე გაიზარდა. სკანდალის გამო გერმანიის კანცლერმა სამუშაო გეგმა შეცვალა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრება გადაიფიქრა.

დღის ამბები