თბილისში საავტომობილო მოძრაობის განტვირთვისთვის, მერია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
კვლევის მიხედვით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია შუქნიშნებისა და სპეციალური კუნძულების დამატება. არ არის გამორიცხული 26 მაისის მოედანზე ახალი გვირაბის მშენებლობის საკითხიც განიხილონ.
კვლევა აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატრა და შედეგები დღეს თბილისის მთავრობის წევრებსა და მერს გააცნეს.
გადაწყვეტილება თუ რომელი პროექტი იშეირჩევა - მერიამ რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.