20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის საკონსერვაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება

თბილისის განვითარების ფონდმა ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმის პროექტი დაასრულა. გაზაფხულიდან სულ 12 შენობის საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებაა დაგეგმილი. 

„რამდენიმე სახლი, სადაც მკვეთრად ავარიული მდგომარეობა იყო დროებით გავამაგრეთ და ასევე წყლის მოცილების პროექტზე ვმუშაობთ, რათა წინა მოსამზადებელი სამუშაოები ყველაფერი შევასრულოთ და ამის შემდეგ დავიწყოთ პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე, არქიტექტორები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები დაესწრნენ, თუმცა შეხვედრაზე არ ყოფილან მიწვეული თბილისის ჰამქარის წამომადგენლები და სფეროს ის სპეციალისტები, რომლთაც გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიისგან ინფორმაცია არაერთხელ გამოითხოვეს.

დღის ამბები