09 სექტემბერი 2026,   00:02
ვრცლად
9 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

9 სექტემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას და კონკრეტულ გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის საერთო საცხოვრებლების, გმირი კურსანტების, იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, კაჭარავას, ქერჩის, ხიზანიშვილის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, ბილფელდის, წყნეთის, აბულაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები