საგამოძიებო უწყებას 4 საათზე მეტ ხანს ჩვენებას იმ კომისიის წევრები აძლევდნენ, რომლებმაც 2010 წელს ვან დეიკის ნახატის ქვეყნიდან გატანის ნებართვა გასცეს. ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე დაკითხვის შემდეგ განმარტავდა, რომ მან სწორი დასკვნა გასცა და ტილო ვან დეიკს არ დაუხატავს.
ნახატი არ უნახავს და არც შეუფასებია, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ხელოვნებათმცოდნე ნანული ქარუმიძეც.
გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს კომისიის თავჯდომარე მაია ციციშვილი. სავარაუდოდ კომისიის სხვა წევრებთან ერთად მისი დაბარება მომდევნო დღეებში მოხდება.
გამოძიების დაწყების შემდეგ გიორგი ბადაშვილის უწყებაში პირველი ნახატის მფლობელი – ეკატერინე აბაშიძე იმყოფებოდა, რომელმაც გამომძიებლებს დოკუმენტაცია და ფოტო მასალა წარუდგინა.
ტილო, რომლის საქმეზეც ამ დროისთვის თურქი სამართალდამცველები მუშაობენ სტამბულშია. მისი ავტორის დადგენას თურქი ექსპერტები და ხელოვნებათმცოდნეები ცდილობენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.