08 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
აფეთქება დიარბაქირში - დაღუპულია ხუთი ადამიანი

 

მორიგი თავდასხმა მოხდა თურქეთში. დიარბაქირში, პოლიციის განყოფილების შესასვლელთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40–მდე კი დაშავდა.

გარდაცვლილთა შორის ქალი და ბავშვიც არიან. მათი ცხედრები პოლიციის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, რომლის ნაწილიც აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება თავდასხმაში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს.

თურქ სამართალდამცველებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

დღის ამბები