08 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
მასშტაბური თავდასხმების სერია ინდონეზიის დედაქალაქში

 

მასშტაბური თავდსახმების სერია ინდონეზიის დედაქალაქში. ტერორისტებმა ჯაკარტის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრთან და პოლიციის შენობასთან ჯერ აფეთქებები მოაწყეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემით 6 ადამიანი დაიღუპა.

სროლის შემდეგ ტერორისტები კინოთეატრის სახურავზე გამაგრდნენ.

ამ დროისთვის სპეცრაზმი მათი დაკავების ოპერაციას ატარებს. გავრცელებული ცნობით 14 თავდამსხმელიდან 4 პოლიციელებმა მოკლეს. ქალაქის ცენტრი მთლიანად გადაკეტილია. ქუჩიდან დაჭრილი ხალხი სამედიცინო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტების სცენარი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხელწერას ჰგავს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები