08 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
აშშ-ში ჯეკპოტი გათამაშდა - გამარჯვებულმა მილიარდ 600 მილიონი დოლარი მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯეკპოტი გათამაშდა და გამარჯვებული ლატარეის ბილეთის მფლობელმა მილიარდ 600 მილიონი დოლარი მოიგო.

ცნობილია, რომ ბილეთი კალიფორნიის ერთ-ერთ მაღაზიაში გაიყიდა და მისი მეპატრონე კლიენტებთან ერთად უკვე გამარჯვებას ზეიმობს.

ჯეკპოტის მფლობელის ვინაობა ჯერ გამოვლენილი არ არის. წესების თანახმად, მაღაზიას, სადაც ბილეთი გაიყიდა, პრემიის სახით მილიონი დოლარი გადაეცემა.

დღის ამბები