08 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
პუტინი ობამას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას სთავაზობს

ვლადიმერ პუტინი ბარაკ ობამას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერი თავის ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

სირიის კრიზისზე მსჯელობის დროს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გაეროს ძალისხმევას, რომ იანვრის ბოლოს ჟენევაში სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაიმართოს.

პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი სირიაში ავიაიერიშებს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა დამასკოს რეგიონში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი დაბომბეს. შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 15 მცირეწლოვანი კი დაშავდა.

დღის ამბები