08 ოქტომბერი 2024,   10:40
ვრცლად
ინდონეზიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების სერიის უკან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას

ინდონეზიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების სერიის უკან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო დგას. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შედეგად სამართალდამცველებმა 5 ტერორისტი მოკლეს, 4 კი დააკავეს.

ოფიციალური მონაცემით კი, ტერაქტების სერიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი პოლიციელია, მეორე კი უცხოელი ტურისტი.

დაჭრილთა რიცხვი 20–ს აღწევს. მათ შორის უცხოელებიც არიან.

თავდასხმების სერია ჯაკარტაში დილის 11–ის ნახევარზე დაიწყო. ქალაქის ფინანსურ ცენტრში სამ სხვადასხვა ადგილას ტერორისტების ჯგუფმა ჯერ აფეთქებები მოაწყო, შემდეგ კი ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

მათი სამიზნე სავაჭრო ცენტრი, პოლიციის საგუშაგო და სტარბაქსის კაფე იყო. გამომძიებლების ცნობით, ტერორისტები პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი თავდასხმების სცენარით მოქმედებდნენ. 

 

 

დღის ამბები