20 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
14 იანვარი - ხუთჯვრიანი დროშის დღე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აღნიშნეს

14 იანვარი ხუთჯვრიანი დროშის დღეა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში აღმართული სახელმწიფო დროშის ორიგინალი გერბთან ერთად დღეიდან სწორედ სასახლეში შეინახება. ის საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის, ხუთჯვრიანი დროშის შემოღებიდან 12 წლის შემდეგ დამზადდა.

საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული ღონისძიების მთავარი გმირები დღეს ის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც 9 რეგიონიდან დროშებით ჩამოვიდნენ და სახელმწიფოს მთავარი სიმბოლო გორის თავდაცვის აკადემიის იუნკერებს გადასცეს.

სწორედ რეგიონებიდან დაიწყო დღეს დილიდან სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა. ადგილობრივმა სტუდენტებმა დროშა პირველად სამეგრელოში, სოფელ რუხში ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან აღმართეს.

ავტორები: ანა წერეთელი, რამაზ უთრუგაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები