02 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
ლაგოდეხის ტყეში დაკარგული 3 მონადირე - ზურაბ აბაშიძეს აქტიური კომუნიკაცია აქვს რუსულ მხარესთან

ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ სამ მონადირესთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძემ განცხადება გააკეთა.  

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს მას რუსეთის ფედერაციის დაღესტნის საგანგებო სიტუაციების სამსახურთან, თუმცა მონადირეების პოვნასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ჯერ არ არსებობს.

ზურაბ აბაშიძემ ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები