სოციალურ მუშაკებს უფლებები ეზრდებათ. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს მისი მოძალადისგან დაუყოვნებლივ განცალკევების უფლება ექნება. მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება.
კიდევ ერთი ცვლილება მიუსაფარ ბავშვებს ეხება, რომლის თანახმადაც მოზარდებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვებს სოციალური და სამედიცინო სერვისების მიღების საშუალებას მისცემს. ამისთის მათი იდენტიფცირებაა ასაჭირო. კანონპროექტი ქუჩის ბავშვებს მიუსაფრის სტატუსსაც ანიჭებს.
მიუსაფარი ბავშვების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციისთვის სოციალური მუშაკები მობილური ჯგუფებთან ერთად მუშაობენ. უკვე იდენტიფიცირებულია 634 ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვი. მათი მთლიანი რაოდენობა კი დაახლოებით 2 500-ს აღწევს.
ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. მის პარლაენტში დამტკიცებას და ძალაში შესვლას თებერვილს ბოლოსთვის ვარაუდობენ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი