თავისუფალი დემოკრატები თბილისში არსებულ განაშენიანების სისტემას აპროტესტებენ. პარტიის განმარტებით, მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს, თუმცა ძირითად პრობლემას ოპოზიცია პროექტ პანორამა თბილისთან დაკავშირებით ხედავს.
თავისუფალი დემოკრატების განმარტებით, მშენებლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და ამ მიზნით მერიაში მაღალ თანამდებობზე ადამიანები ქართუ ჯგუფიდან ინიშნებიან.
„ვერ გავცდით ვითარებას, როდესაც ქალაქი ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების შესაბამისად. ამის ნათელი მაგალითია ქალაქში დაგეგმილი, აბსოლუტურად გაუმართლებელი, გრანდიოზული პროექტები და მათ შორის პანორამა თბილისი. ამას ყველაფერს ქალაქი მიყავს ურბანულ-ეკოლოგიურ კატასტროფამდე. პანორამა თბილისი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ეს ყველასთვის ცნობილია,“ - აცხადებს თამარ ამაშუკელი.