02 ოქტომბერი 2026,   22:37
ვრცლად
სიკვდილმისჯილი ქალი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

აშშ-ში, ტენესის შტატში, სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო დახმარებას იღებს მას შემდეგ, რაც ორი სასიკვდილო ინექცია გადაიტანა, - წერს BBC. მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო, შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს ექიმების მკაფიო პროგნოზი ან განახლებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ის ამჟამად ცოცხალია", - განუცხადა მისმა ადვოკატმა, რენდი სპაივიმ ჟურნალისტებს.

მისი ადვოკატები ამჟამად სასჯელის შემსუბუქების შუამდგომლობას ითხოვენ.

50 წლის პაიკს 1996 წელს სიკვდილით დასჯა კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა. მისი ადვოკატების თქმით, ოთხშაბათს მას პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო დოზა გაუკეთეს, თუმცა ის გადარჩა. ამის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები