20 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
თავშესაფრის მიღმა დარჩენილი ადამიანები მე-19-ე დღეა ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ

უსახლკაროთა ახალი თავშესაფრის მიღმა დარჩენილი ადამიანები მე-19 დღეა ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. მიუსაფართა განმარტებით, თავშესაფრის ადმინისტრაციას დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყინვების მიუხედავად მათ უარით ისტუმრებენ.

ღია ცის ქვეშ დარჩენილები ამბობენ, რომ თავშესაფრიდან გამოშვების მიზეზი ტელევიზორის მოთხოვნა იყო. თავშესაფარში ყოფნის დროს ისინი ულუფების რაოდენობის შემცირებასაც აპროტესტებდნენ. რის გამოც ადმინისტრაციამ ისინი ბუნტის მოწყობაში დაადანაშაულა და თავშესაფარი დაატოვებინეს.

თავშესაფრიდან გაშვებული 4 ბენეფიციარის საქმეს შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატში გადაიგზავნა.

საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები