03 ოქტომბერი 2026,   12:39
ვრცლად
დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - მუნიციპალიტეტში ორი კანდიდატია რეგისტრირებული

დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო". 

დმანისში საარჩევნო უბანი სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.

ადგილზე საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო.

"ველოდები კარგ შედეგს და აქტიურობაც შეინიშნება. ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ ჩვენ და უკეთესობისკენ იქნება ჩვენი სოფლის მეწარმეობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თითოეულ მოსახლეს ხელი შევუწყოთ ყველა საკითხში," - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სარსევანიძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

დღის ამბები