08 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
სირიაში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300–ს აღწევს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის აღმოსავლეთით, სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებს უტევენ. უფლებადამცველების ცნობით, თავდასხმას ქალაქ დეირ ალ ზურში 85 მშვიდობიანი მოქალაქე და 50 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი 300–ს აღწევს. გავრცელებული ცნობით, რადიკალი ისლამისტები ამ დროისთვის ქალაქის 60 პროცენტს აკონტროლებენ. შეტევის მოგერიებას სირიის სამთავრობო ძალები ავიაციისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით ცდილობენ. შეტაკებების შედეგად ისლამურის სახელმწიფოს 42 მებრძოლიც დაიღუპა.

დღის ამბები