მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას, ოჯახის ახლობლებისთვის უცნობია მისი მკვლელობის მოტივი, ასევე არ აქვთ ინფორმაცია ნათესაობის გარდა, რაიმე აკავშირებდათ თუ არა ქირიას და კუჭავას ერთმანეთთან.
ქირიას ოჯახის ახლობლების თქმით, მათ არც საერთო ბიზნესის შესახებ სმენიათ რაიმე. ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.