02 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
ვეტერანთა ნაწილი ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვს

ომის ვეტერანებმა დავლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს დღეს 300 არაგველის მეტროსთან.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს რიტუალების სასახლემდე, სადაც ირაკლი შიხიაშვილის წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პრეზენტაციის დროს მცირე არეულობა მოხდა შიხიაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. 

ვეტერანები დაფინანსების აღდგენას და შიხიაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. 

არეულობა მალევე განიმუხტა და დაპირისპირება მხარეებს შორის არ მომხდარა. 

დღის ამბები