20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
საქართველოს სამივე ნავსადგური მოსალოდნელი შტორმის გამო დახურულია

უამინდობის გამო საქართველოს სამივე ნავსადგური ბათუმში, ფოთსა და ყულევში დახურულია.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, უამინდობის დროს ნავსადგურების დახურვა ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

მათივე თქმით, ქარის სიჩქარის კლებასთან ერთად გემებს ნავსადგურში შესვლის საშუალება ეძლევა. აჭარის სანაპირო ზოლზე დღეს 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

ფოთის ნავსადგურში განაცხადეს, რომ დილიდან შეფერხებულია გემების შეყვანა-გამოყვანა, თუმცა ნავმისადგომებზე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი მოქმედებს. პროგნოზის მიხედვით ხვალ დილიდან გამოიდარებს. 

ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმძლავრე 3 ბალს აღწევს.

დღის ამბები