08 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო სესიებზე არ დაუშვებენ

რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო სესიებზე 2016 წლის განმავლობაში ან დუმის მომდევნო არჩევნებამდე არ დაუშვებენ.

მიზეზი რუსეთის მიერ იანვრის სესიაზე გამოუცხადებლობა გახდა. ოფიციალურ მოსკოვს ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანნ ბრასორმა განცხადების სახით უკვე აცნობა.

რუსეთის ფედერაციული საბჭოსა და დუმის გადაწყვეტილებით, მათი წარმომადგენლობა 25 იანვარს დაგეგმილ სესიაზე მონაწილეობას არ მიიღებს. მათ ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გუშინ აცნობეს. 

დღის ამბები