08 ოქტომბერი 2024,   10:50
ვრცლად
შეიარაღებული პირების თავდასხმა პაკისტანის უნივერსიტეტში - დაშავებულია 3 ადამიანი

შეიარაღებული პირები ჩრდილოეთ პაკისტანში უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 3 პირია დაშავებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქებების ხმაც.

პოლიცია უნივერსიტეტის შენობების ნაწილს იცავს, სადაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები არიან ევაკუირებული.

მთავრობამ ზოგიერთი სკოლა დახურა ახლომდებარე ქალაქ პეშავარში, რადგან არსებობდა ცნობა თავდასხმის შესახებ. 

დღის ამბები