08 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
ტერორისტების თავდასხმის შედეგად პაკისტანის უნივერსიტეტში 15 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც უნივერსიტეტში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 50–ს აღწევს.

ძალოვანების ინფორმაციით თავდასხმის დროს უნივერსიტეტში 3 ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ევაკუირებულია.

ადგილზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებულები. ტერიტორიას სამხედრო ავიცაციაც აკონტროლებს. ძალოვანების ინფორმაციით სასწავლებლის ტერიტორიაზე სავარაუდოდ 8 ტერორისტი იმყოფება, ვრცელდება ინფორმაცია რომ რამდენიმე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანის პაკისტანურმა ფრთამ აიღო.  

ამავე თემაზე
დღის ამბები