08 ოქტომბერი 2024,   10:40
ვრცლად
ამერიკის რამდენიმე შტატში ათობით სასწავლებელი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიხურა

ტერაქტების განგაში გამოცხადებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში. სამართალდამცველებმა 40 სკოლა დახურეს და ევაკუაცია განახორციელეს.

პოლიციის ინფორმაციით ნიუ–ჯერსის შტატში მდებარე 26 სასწავლებელში სატელეფონო ზარი შევიდა, სადაც ავტორი მოსალოდნელი აფეთქებებისა და სროლის შესახებ საუბრობდა.

ყველა სკოლაში განმაღმველები გამოიძახეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩენილი არ არის.

მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს აიოვას, დელავერისა და მასაჩუსეტსის სკოლებშიც. ბოსტონში ძალოვანებმა 9 სასწავლებელი შეამოწმეს.

პოლიცია მობილიზებული იყო ბოსტონის მეტროსთანაც. ერთერთ სადგურზე დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა.

ძალოვანები სკოლებში გამოცხადებულ განგაშსა და მეტროში მომხდარ ინცინდენტს შორის კავშირის დადგენას ცდილობენ.

 

 

დღის ამბები