08 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
პაკისტანში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა გაურკვეველია - ბოლო მონაცემით დაღუპულია 19 ადამიანი

გაურკვეველი რჩება პაკისტანში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა. თალიბანის ოფიციალური წარმომადგენელი ტერაქტთან კავშირს უარყოფს. დაჯგუფების მეთაურმა კი მედიას უთხრა, რომ თავდასხმა უნივერსიტეტზე თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის საპასუხოდ მოაწყვეს.

ტერორისტები დილით ქალაქ ჩარსადას უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლას რამდენიმე აფეთქებაც მოყვა. იმ დროს სასწავლებელში 3 ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემით 19 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა. სამართალდამცველებსა და თავდამსხმელებს შორის შეტაკება 3 საათს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტები ოთხნი იყვნენ და ყველა მათგანი მოკლულია.

დღის ამბები