20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"თავისუფალი საქართველო" "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობას თანამშრომლების კანონის დარღვევით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

თანამშრომლების კანონის დარღვევით გათავისუფლებაში ადანაშაულებს პარტია თავისუფალი საქართველო თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელობას.

კახა კუკავას განცხადებით, დასუფთავების სამსახურიდან ადამიანები პროტესტის გამოხატვის გამო გაუშვეს.

პარტიის ლიდერის თქმით, აქციის მონაწილეთა დათხოვნის პროცესებს თბილისის მერიასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წინაწარი შეთანხმება, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ისე ქალაქის მერიასთან, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებში. სასამართლოში შეტანილი გავქვს სარჩელი და მოვითხოვთ, რომ სასამართლომ არა მარტო სამსახურში აღდგენის შესახებ გამოიტანოს გადაწყვეტილება, არამედ მატერიალური კომპენსაციაც გადაუხადოს ადმინისტრაციამ,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით უკვე შეიტანეს სარჩელი სასამართლოში

 

 

დღის ამბები